Monday, March 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოგვიწევს წარმოების შეჩერება” – ფასების კომისიაზე ფარაცევტული სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან

March 30, 2026
“მოგვიწევს წარმოების შეჩერება” – ფასების კომისიაზე ფარაცევტული სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან

საკანონმდებლო ორგანოში ფასების კომისიის მორიგი სხდომა იმართება. შეხვედრაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომისიის წევრების კითხვები დღეს ძირითადად GMP-ს წარმომადგენლისკენ მიემართებოდა. ნინო წილოსანმა მას ბიზნესეთიკა დაუწუნა და უთხრა, რომ მათი წმინდა მოგება ზედმეტად მაღალია.

ბატონო გოჩა, 2024 წელს თქვენ საერთო შემოსავლები გქონდათ 185 მლნ-მდე, საიდანაც წმინდა მოგება დაგრჩათ 60 მლნ-ი. ჯდება თუ არა ეს ბიზნესის რაიმე ეთიკაში, როდესაც შეგიძლია, რომ გქონდეთ ადამიანური და ნორმალური მოგება და ამ პირობებში 60, 30 თუ რა პროცენტიც აქვს, არ აქვს მნივნელობა, რამე არის, რაც გატორმუზებთ იმისგან, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატაროსფულ თანხად არ იყიდონ წამალი?, – თქვა წილოსანმა.

თავის მხრივ ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა “ოცნების” დეპუტატს უთხრა, რომ ის არასწორად ითლიდა.

მე კიდევ გეუბნებით, 2023 წელს იყო 130 მლნ ბრუნვა და 5 მლნ შემოსავალი. ჯამში რომ გადაანაწილოთ, 20% -ზე მეტი მარჟა არ გამოდის.

ნინო წილოსანმა ასევე პარალელი ავერსი რაციონალთან გაავლო და თქვა, რომ ავერსი რაციონალს იმაზე გაცილებით მციე მოგება რჩება, ვიდრე ეს ჯიემფის შემთხვევაშია.

“სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ როდესაც თქვენს ფინანსურმაჩვენებლებს ვუყურებდით, განსხვავებით GMP-გან, რომლის შემთხვევაშიც, მაგალითად, 10 ლარიანი წამლიდან 6 ლარი არისკომპანიის წმინდა მოგება, თქვენგან გაყიდული 10 ლარიანი წამლიდან სადღაც ლარნახევარი, ორი ლარია წმინდა მოგება” – თქვა წილოსანმა.

პასუხად ჯიემფის წარმომადგენელმა “ოცნების” დეპუტატს შეახსენა, რომ მათი კომპანია “ავერსისგან” განსხვავებით, მედიკამენტებს ადგილზე აწარმოებს. მან ასევე პიდაპირ თქვა, რომ თუკი “ოცნებას” ამგვარი მიდგომა ექნება, მაშინ წარმოების შეჩერება ერთადერთ გზად დარჩებათ.

ძალიან გთხოვთ, გროსმარჯის და მოგებას ერთმანეთში ნუ ურევთ. ეს ერთი, მეორე – აგერ იყო, 60% იყო მოგებაო, არ იყო 60% მოგება, საშუალო არის 20% მოგება. აგიხსნათ განსხვავება ავერსი რაციონალსა და ჯიემფი ფარმას შორის, სხვაობა არის იმაში, რომ ჩვენ ვაწარმოებთ. ავერსი რაციონალის შემთხვევაში როდესაც შემოდის ბალყი, ზუსტად ის ფასთა სხვაობა. რაც ჯიემფარმას შემთხვევაში რჩება საქართველოში, ის რჩება იმ ქვეყანაში. ესაა სხვაობა, თორემ დანარჩენი ჯიემფარმასაც რომ შემოჰქონდეს და აფასოებდეს, ზუსტად იგივე მოგება ექნებოდა. ახლა რჩება სადღაც უცხო ქვეყანაში, ეს შემოდის აქ, ჩვენთან რჩება და თქვენ პრეტენზია გაქვთ, რატომ არის ეს მოგება. მაშინ გადავალთ საერთოდ ჩვენც, წარმოება არ იქნება და დარჩება შემოსავალი სხვა ქვეყანაში. თუ ასეთი მიდგომა იქნება, ქარხანას ჩვენ დავკეტავთ, არ არის სჭირო ქარხანა და საერთოდ, დაფასოებითაც არ დავაფასოებთ და გამზადებულს შემოვიტანთ.

შეხვედრაზე ასევე გაირკვა, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც მხოლოდ მედიკამენტების ექსპორტზე მუშაობენ.

“ამჟამად ვმუშაობთ მხოლოდ ექსპორტზე 8 ქვეყანაში, ამიერკავკასიის ქვეყნები, შუა აზია, ყაზახეთის გარდა, მონღოლეთი, ლიტვა, ბულგარეთშიც კი გაგვაქვს ერთი პრეპარატი საკვები დანამატის სახით. ამჟამად კომპანია იმყოფება გარდამავალ ეტაპზე. 100%-ით ექსპორტზე ვმუშაობთ. 2022 წლიდან ადგილობრივ ბაზარზე არ ვმუშაობთ, ვინაიდან ვართ გარდამავალ ეტაპზე ჯიემფის სერტიფიკატის მოპოვების საკითხში. იმედია, რომ ს პროცესი დამთავრდება წარმატებით. ერთადერთი პრობლემა გვაქვს, რომ ამდენიმე მილიონი დაფინანსება უკვე ჩვენი ძალებით ჩატარებული გვაქვს ამ ქვეყანაში და ჯიემპის სტანდარტზე გადასასვლელად. ადრეც დავსვი მე პრეიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ეს საკითხი, რომ საკრედიტო რესურსების მოპოვება რთულია იმის გამო, რომ ძალიან მაღალი პროცენტია ჩვენთან ქვეყანაში. მოგვცეს დაპირება, რომ გადაიხედება ეს საკითხი” – თქვა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 17 აპრილს გამოაცხადებს
  • ავარია გორთან ავტომაგისტრალზე – რა ვითარებაა ადგილზე
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge