პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰსინ ნაყვი ირანში გაემგზავრა, რათა ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის “სპეციალური წერილი” გადასცეს.
ეს ვიზიტი იმ დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და რეგიონული კრიზისის დასრულებას. პაკისტანის შს მინისტრი ირანის დედაქალაქ თეირანში შაბათს გვიან ღამით ჩაფრინდა და ირანელ კოლეგას, ესქანდარ მომენის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს “რეგიონში არსებული უახლესი მოვლენები და შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები”, – წერს შს მინისტრი სოციალურ ქსელში.
მის ჩასვლამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაკისტანელ მაღალჩინოსანს უზენაესი ლიდერისთვის, საკუთარი ქვეყნის არმიის სარდლისა და პრემიერ-მინისტრის წერილი მიჰქონდა.
