Monday, March 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“ოდნავადაც კი არ ნანობს, შვილი რომ მომიკლა” – რა დეტალებზე ლაპარაკობს დედა, რომლის შვილის მკვლელობისთვის “ტიკტოკერ” თეკლა გერსამიას ასამართლებენ

March 30, 2026
“დარტყმის შემდეგ ქმარი რამდენიმე სართულზე ჩაჰყავს, სასწრაფოში მირბის, შემდეგ სახლიდან შვილი გამოჰყავს და სასწრაფოს მიჰყვება – აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ქმედებები შორს არის აფექტისგან” – ფსიქიატრი „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიაზე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა ქალს, 25 წლის “ტი­კტო­კერ” თეკლა გერ­სა­მი­ას მალე ვერ­დიქტს გა­მო­უ­ტა­ნენ და გა­ირ­კვე­ვა, ცნო­ბენ თუ არა მას დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში. თეკ­ლა გერ­სა­მი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის “კ” ქვე­პუნ­ქტით ასა­მარ­თლე­ბენ, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მას ლუკა და­რა­სე­ლი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. ქალს ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ველ­დღე მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა პრო­ცეს­ზე.

მოკ­ლუ­ლი ლუკა და­რა­სე­ლი­ას დე­და ინგა ესარ­თია სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე უკვე და­ი­კი­თხა. ამ­ბობს, რომ მის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ყოფ­ნა, მაგ­რამ თავს ძა­ლას ატანს და ის­მენს ყვე­ლა მოწ­მის ჩვე­ნე­ბას.

“ინგა ესარ­თია:

– ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი ასა­მარ­თლე­ბენ ჩემი შვი­ლის მკვლელს და მათ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­ის­მი­ნეს პირ­ველ დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც გერ­სა­მი­ამ დე­ტა­ლუ­რად აღი­ა­რა ჩემი შვი­ლის, ლუ­კას მკვლე­ლო­ბა. თვი­თონ გა­ა­კე­თა ეს აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ ახლა უკვე აღარ აღი­ა­რებს. ამ ვი­დეო ჩა­ნა­წერ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩანს, ეს და­ი­ნა­ხეს და მო­ის­მი­ნეს ნა­ფი­ცებ­მა. იმე­დი მაქვს, ისი­ნი სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ პრო­ცე­სებ­ზე რომ დავ­დი­ვარ, მი­ჭირს დარ­ბაზ­ში თვა­ლებ­ში რომ ვუ­ყუ­რებ ჩემი შვი­ლის მკვლელს, მაგ­რამ რა ვქნა, უნდა გა­ვუძ­ლო, რომ სი­მარ­თლე და­ვამ­ტკი­ცოთ, დამ­ნა­შა­ვე სა­კად­რი­სად და­ი­სა­ჯოს და ჩემს მსგავ­სად სხვა დედა არ გამ­წარ­დეს. იმე­დი მაქვს და მჯე­რა, ნა­ფი­ცე­ბი სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ და დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მარ­თლა მაქვს ამის დიდი იმე­დი და სურ­ვი­ლი.

– ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და თქვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან, თუ გაქვთ პა­სუ­ხი დღეს, რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა თეკ­ლა გერ­სა­მი­ას თქვე­ნი შვი­ლი?

– ამ კი­თხვას პა­სუ­ხი თვი­თონ უნდა გას­ცეს. მის­გან პა­სუ­ხი არ მაქვს, იმი­ტომ, რომ ის არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­და­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რად რა­საც ვეც­ნო­ბით და რა­საც ვხე­დავთ, ვრწმუნ­დე­ბი, რომ ჩემი შვი­ლი მან მოკ­ლა. მე ამა­ში მა­ში­ნაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მთა­ვა­რია ახლა ნა­ფი­ცებ­მა გა­ი­გონ ნორ­მა­ლუ­რად სი­მარ­თლე. იმე­დი მაქვს, ნორ­მა­ლუ­რად გა­ი­გე­ბენ ყვე­ლა­ფერს და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მალე მი­ი­ღე­ბენ. მგო­ნი კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და­კი­თხვე­ბი და მერე გა­მო­ი­ტა­ნენ ვერ­დიქტს.

– ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ თქვე­ნი შვი­ლის და თეკ­ლა გერ­სა­მი­ას ურ­თი­ერ­თო­ბას, ვი­ცით, რომ თქვენ ემიგ­რა­ცი­ა­ში იყა­ვით, მაგ­რამ გქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია თქვენს შვილ­თან, იყო და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მათ შო­რის?

– სამ­წუ­ხა­როდ არა­ნა­ი­რი ეჭ­ვე­ბი ამ ქალ­ზე არ მქონ­და, ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ერთ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ. თა­ვი­დან ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მქონ­და ჩემს შვილ­თან, თეკ­ლას­თა­ნაც, ვი­დეო ზა­რი­თაც სულ ვუ­რე­კავ­დი, სულ ერ­თად იყ­ვნენ, უბ­რა­ლოდ, ბოლო პე­რი­ო­დი ჩემი შვი­ლი რომ ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა ამის გამო ვღე­ლავ­დი. ჩხუ­ბი არც მი­ფიქ­რია, უბ­რა­ლოდ, ვერ ავ­ხსე­ნი რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ჩემი შვი­ლი. შენი შვი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად რომ გკი­თხუ­ლობს, გი­რე­კავს და უცებ რომ მი­ა­ტო­ვებს ამ ყუ­რა­დღე­ბას, ნე­ბის­მი­ერ დე­დას და­წყდე­ბა გული, გული დამ­წყდა მეც. თან თეკ­ლა გერ­სა­მია მე­უბ­ნე­ბო­და, რომ პირ­ველ ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, ყო­ფი­ლი­აო ამ­ბობ­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა მერე, რომ და­შო­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, გა­ვი­გე რომ მისი ქმა­რი ცი­ხე­ში იყო. ამის შემ­დეგ ვღე­ლავ­დი რა­ღაც­ნა­ი­რად, მე­ში­ნო­და, რად­გან ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნდნენ, მე­ში­ნო­და ჩემი შვი­ლის­თვის რამე არ და­ე­შა­ვე­ბი­ნა მის ვი­თომ ყო­ფილ ქმარს, ამის შიში ნამ­დვი­ლად სულ მქონ­და. ამა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თო­რემ ამა­თი ჩხუ­ბი მე არ ვიცი, არ მი­ნა­ხია, არც ვი­ცო­დი, მე­გო­ნა, ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი, არ მი­ფიქ­რია, რომ მათ შო­რის რამე ხდე­ბო­და, არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ უც­ნა­უ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­და ისიც, რომ სულ ფულს გვთხოვ­და. მუდ­მი­ვად ფულს ითხოვ­და, ბო­ლოს უკვე რა­ღაც­ნა­ი­რად ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღა­ცას მა­ტყუ­ებ­და და ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ფე­რი გა­მერ­კვია ნორ­მა­ლუ­რად, ჩხუ­ბის გა­რე­შე, ემიგ­რა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი. იქი­დან ჩა­მოს­ვლა­საც ვგეგ­მავ­დი, მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში უნდა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვას­წა­რი ჩემი შვი­ლის დაც­ვა.

სამ­წუ­ხა­როდ, შვი­ლი მო­მიკ­ლა და ამ დრომ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი რა იყო ამის მი­ზე­ზი, იმე­დი მაქვს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მი­ვი­ღებ ამა­ზე პა­სუხს. სა­ბო­ლოო შე­დეგს და­ვე­ლო­დე­ბი.

ჩემი ლუკა იყო ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი, სი­ბო­რო­ტის ნა­ტა­მა­ლიც არ ჰქონ­და. სულ მა­გას ვე­უბ­ნე­ბო­დი, ლუკა, შენ ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი ხარ, კე­თი­ლი ხარ, მაგ­რამ არ არის ასე, ცხოვ­რე­ბა სულ სხვა­ნა­ი­რია და ყვე­ლას ბო­ლომ­დე მა­ინც არ ენდო-მეთ­ქი. ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე.

22 წლის იყო, ჯერ კი­დეც ბავ­შვი, გაზ­რდი­ლი არ იყო ბო­ლომ­დე ჩემი შვი­ლი. ბოლო დროს მას შემ­დეგ, რაც ამ გო­გოს­თან ცხოვ­რობ­და, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ერთი და ჰყავს და იმა­საც არ ეკა­რე­ბო­და. არა­და, მა­ნამ­დე სულ სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ყვე­ლას­თან. ლუკა გახ­სნი­ლი იყო ჩემ­თან კი არა, ოჯა­ხის ყვე­ლა წევრთან, და­სა­მა­ლი არა­ფე­რი არ ჰქონ­და, არა­ფერს არ აკე­თებ­და და­სა­მალს.

ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, რაც ამ თეკ­ლას ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, სულ სხვა­ნა­ი­რი გახ­და და ამა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ამას გან­ვიც­დი­დი. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ლუკა რა­ტომ გახ­დი ასე­თი-მეთ­ქი, მაგ­რამ ამის პა­სუ­ხი არ მქონ­და და ჩა­მოს­ვლა­საც ამი­ტომ ვა­პი­რებ­დი, ვერ მო­ვას­წა­რი.

ჩემი ქმა­რიც ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, ის ჩა­მო­ვი­და, ღე­ლავ­და ისიც, რად­გან გვე­ში­ნო­და ამ გო­გოს ყო­ფი­ლი ქმრის. ლუ­კას რამე არ და­მარ­თოს-მეთ­ქი, მაგ ბიჭ­ზე ვფიქ­რობ­დი, თო­რემ ეს ქალი რომ შვილს მო­მიკ­ლავ­და რას ვი­ფიქ­რებ­დი…

– რო­გორც მკვლე­ლო­ბის დღე­ებ­ში ით­ქვა, თქვე­ნი მე­უღ­ლე რუ­სე­თი­დან სწო­რედ იმი­ტომ ჩა­მო­ვი­და, რომ ისი­ნი და­ე­შო­რე­ბი­ნა ერ­თმა­ნე­თის­თვის, რად­გან არ გინ­დო­დათ, რომ გა­თხო­ვი­ლი, შვი­ლი­ა­ნი ქალი მო­ეყ­ვა­ნა თქვენს შვილს, ეს მარ­თა­ლია?

უბ­რა­ლოდ, გარ­კვე­ვა მინ­დო­და მისი და მისი ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბის, იმის გარ­კვე­ვაც მინ­დო­და, რომ ჩემი შვი­ლი ასე­თი ცივი რა­ტომ გახ­და, ასე უყუ­რა­დღე­ბო რა­ტომ გახ­და… მათი და­შო­რე­ბა არ მი­ფიქ­რია, რად­გან ამ­ბობ­დნენ, რომ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ. უბ­რა­ლოდ, ჩა­მოს­ვლა მინ­დო­და და ამ ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამას ვა­პი­რებ­დი.

ლუ­კას მამა ჩა­მო­ვი­და, მეც ვგეგ­მავ­დი ჩა­მოს­ვლას, ჩემს ჩა­მოს­ვლას ელო­დე­ბო­და ჩემი მე­უღ­ლე და ორი­ვეს, დე­დას და მა­მას გვინ­დო­და მის­ვლა და ლა­პა­რა­კი, გარ­კვე­ვა, რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი შვი­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ დაგ­ცალ­და. მა­ნამ­დე მა­მამ ლუკა ნახა და თქვა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იყ­ვნე­ნო, რო­გორც ცოლ-ქმარს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩან­დაო. იქაც ნამ­ყო­ფია თეკ­ლას ბი­ნა­ში, სა­დაც ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად მთე­ლი ექ­ვსი თვე…

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ვუ­ყუ­რებ ჩემი შვი­ლის მკვლელს და ვხე­დავ, ოდ­ნა­ვა­დაც კი არ ნა­ნობს, შვი­ლი რომ მო­მიკ­ლა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ ნა­ნობს, უფალ­მა გან­სა­ჯოს და უფ­ლის ეში­ნო­დეს, ყვე­ლა­ზე წინ უფა­ლია, ლუ­კას ოჯა­ხი რომ გა­ამ­წა­რა, უფ­ლის უნდა ეში­ნო­დეს.

– ბრალ­დე­ბუ­ლი თეკ­ლა გერ­სა­მია უარ­ყოფს იმ ჩვე­ნე­ბას, რაც ფა­რულ ჩა­ნა­წერ­შია. ამ­ბობს, რომ მო­ტყუ­ე­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს ეს ჩვე­ნე­ბა, მას უთხრეს, რომ ამის შემ­დეგ გა­უშ­ვებ­დნენ თა­ვის შვილ­თან. ის ახლა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მკვლე­ლო­ბას და ამ­ბობს, რომ ლუ­კამ თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა. რამ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია ის ჩა­ნა­წე­რი თქვენ­თვის?

– რა ვიცი, ძა­ლით ვინ ათ­ქმე­ვი­ნებ­და. ძა­ლი­ან მშვი­დად ლა­პა­რა­კობს, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ტი­რი­ლი, ღელ­ვა ან რამე, მე იმ ჩა­ნა­წერ­ში არ შე­მიმ­ჩნე­ვია. აღი­ა­რა დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ და ძა­ლი­ან მძი­მეა ჩემ­თვის ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნა…” – ინფორმაციას “ამბები” ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე” – ირაკლი კუპრაძე
  • “აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა” – ცოტნე ანანიძე
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge