მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა ბრალდებულთა წრე ისევ გაფართოვდეს – გიგა ავალიანის დედა ამობს, რომ საბრალდებო სკამზე ასევე დაჯდება საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, შსს-ს ყოფილი მაღალჩნოსნის, მერაბ მალანიას ვაჟი.
“გიორგი მალანიას მფარველობენ, მაგრამ მე ვერანაირი მფარველობა ვერ შემაჩერებს” – ამბობს ეკა კუპატაძე
“მე თვითონ გადავდე შეკითხვები იმნაძის, მალანიას, ბერუაშვილის და სხვათა მიმართ და აუცილებლად, როცა მათი განაჩენი დადგება, მერე უკვე, ეტაპობრივად, ყველას მივხედავ. არ გაჩერებულა, შეჩერდა დროებით იმის გამო, რომ ვიწურებით აქეთ ვადებში. აუცილებლად დაჯდება გიორგი მალანია საბრალდებო სკამზე. გიორგი მალანიას მფარველობენ, მაგრამ მე ვერანაირი მფარველობა ვერ შემაჩერებს”, – აცხადებს ეკა კუპატაძე.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, რომელმაც გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სასამართლოზე შეცვალა.
