Friday, March 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ახალი საქმე მზადდება

March 27, 2026
ალეკო ელისაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ახალი საქმე მზადდება

ალეკო ელისაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ახალი საქმე მზადდება და ეს პროცესი მის დისკრედიტაციას ემსახურება. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს.

მათი თქმით, საუბარია დაახლოებით ერთი წლის წინ მომხდარ ფაქტზე — სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე, რომელზეც გამოძიება ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. უფლებადამცველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ამ დრომდე ტერორიზმის კვალიფიკაციით არ განიხილებოდა, ახლა ცდილობენ ელისაშვილის დაკავშირებას აღნიშნულ ეპიზოდთან, მათ შორის სხვადასხვა ექსპერტიზის ჩატარებით.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გამოძიებას არ აქვს სანდო მტკიცებულებები და მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს. მათი შეფასებით, ეს არის მცდელობა, დამატებითი ბრალდებებით ზეწოლა გაძლიერდეს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორონ.

“მას შემდეგ, რაც უკვე ღია სასამართლო სხდომაზე გაჟღერდა მნიშვნელოვანი ფაქტები ტერორიზმის საქმეში და გამოვლინდა, რომ თურმე ორი დღის ბენზინით და კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელი იყო, გადამწვარიყო სამი ჰექტარის შენობა-ნაგებობი, მეზობელი შენობა-ნაგებობი და ა.შ., აღნიშნულის შემდგომ უკვე დაგვიკავშირდნენ თბილისის პროკურატურიდან და გამომძიებელმა გვაცნობა, რომ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს 2025 წლის მაისიდან, რა დროსაც უცნობმა პირმა ცეცხლი წაუკიდა სასამართლოს არქივს და გარკვეული საქმეების ნაწილი დაიწვა კიდეც თურმე და აღნიშნული საქმის გამოძიება თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს 187 მუხლით ანუ ქონების დაზიანების მუხლით და ამ საქმეზე ითხოვეს, რომ პოლიციის პატაკის შესაბამისად, ჰქონდათ ეჭვი და სჭირდებოდათ, რომ აეღოთ სუნის ნიმუში ბრალდებული ალეკო ელისაშვილისგან, რაც კიდევ ერთი დადასსტურებაა იმის, რომ პროკურატურა ცდილობს, გააგრძელოს ის დემონიზაციის პროცესი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის და გააჩინოს ეჭვები, თითქოს რაღაც სხვა საქმეებშიც არსებობს მის მიმართ კითხვის ნიშნები. თუმცა, ფაქტია, რომელიც თურმე 2025 წლის მაისში მომხდარა, დაახლოებით ერთი წელია თითქმის გასული ამ ფაქტიდან, მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ საქმეზე გამოძიება მიდის არა ტერორიზმის მუხლით, არამედ ქონების დაზიანების მუხლით და ტერორიზმის მუხლით ერთადერთი მსგავსი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ის არის რუსული განაჩენის მსხვერპლი და ის არის პირადი შურისძიების მსხვერპლი. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, რაიმე წინააღმდეგობას გამოძიების მიმართ ადგილი არ ჰქონია და რა ნიმუშების აღებაც უნდოდა გამოძიებას, ამ ნიმუსების აღებაც ნებაყოფლობით განხორციელდა, თუმცა თვითონ ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკოსის დემონიზაციის და დისკრედიტაციის პროცესი გრძელდება და პატიმრობაში გატარებული ყოველი ახალი დღე და დამატებითი გამოგონილი პრეტენზია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ ადასტურებს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და ეს პოლიტიკური პატიმრობა, სამწუხაროდ, ამ დრომდე გრძელდება,” – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

ამავე საკითხზე შეფასება გააკეთა ელისაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა, რომელიც დეტალურად საუბრობს ახალი საქმის შესაძლო მოტივებსა და გამოძიების ნაბიჯებზე.

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში არცერთი სანდო მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. ახლა გამოძება არის ჩიხში შესული. ფიქრობენ, რა გამოსული უნდა მოძებნონ აღნიშნული საქმიდან გამომდინარე და მოიფიქრეს ერთი, რომ შეიკეროს ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დაუკავსირებენ ალექსანდრე ელისაშვილს. ეს საქმე არის დაწყებული 2025 წლის მაისში. საქმე ეხება სასამართლოს შენობაში არსებულ არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს. გუშინ ჩაუტარდა ალეკო ელისაშვილს კვლევის ნიმუშის აღება და რა თქმა უნდა, ცდილობენ, ამით რაღაც ჯაჭვი შექმნან, რომ არსებობდა რამდენიმე ეპიზოდი მის მიერ რაღაცა კონკრეტული ქმედების გახორციელების. ეს პირდაპირ მიუთითებს ნათლად, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ცდილობენ, ამით ის ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას,” – ამბობს გიორგი რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არსებობდა სია, სადაც სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი” – გურიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
  • შუქრუთის მაღაროში მაღაროელი გარდაიცვალა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge