უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ადგილი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობას.
“არც ისე დიდი ხნის წინ კავკასიელების მხრიდან იყო პუტინის მკვლელობის მცდელობები. მცდელობა იყო უშედეგო, თუმცა ნამდვილად მოხდა… ეს იყო დაახლოებით 2 თვის წინ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მცდელობა იყო წარუმატებელი.“ – განაცხადა ბუდანოვმა.