2025 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ყაველაშვილის სახელზე მხოლოდ თბილისში მდებარე ავტოფარეხია, სახელფასო ბარათზე კი 6 434 ლარი – ინფორმაციას BPN ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფიციალურ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ყაველაშვილს ავტოფარეხი თბილისში 2007 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი. გამოცემის ცნობით, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მისი ოჯახის სახელზე არ ფიქსირდება. ცნობილია ის, რომ მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი შპს “გეომაკის” 40%-იანი წილის მფლობელი იყო, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანია დაიხურა.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, BPN წერს, რომ დეკლარაციის მიხედვით, ყაველაშვილი დოკუმენტის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა: სახელფასოზე – 6 434 ლარს; საკრედიტოზე – 3 774 ლარს; სესხის მომსახურე ანგარიშზე – 47 637 ლარს.
ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს 11 თვეში, ყაველაშვილს პარლამენტში, დეპუტატის სტატუსით, 40 009 ლარის ხელფასი აქვს აღებული. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია მითითებული, მიხელ ყაველაშვილს აქვს „ქართუ ბანკის“ სამომხმარებლო სესხი 56 410 ლარის ოდენობით, რომლის მომსახურებისთვის, 2024 წელს 10 001 ლარი აქვს გადახდილი.
