“ჩვენ გვინდა, ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მდგომარეობა იყოს. ქვეყანა გადაიტვირთა ისეთი მანქანებით, რომლებიც ეკოლოგიას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ნელ-ნელა ხომ უნდა დავიწყოთ?! ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, რომ განვითარებულ ქვეყნებს დავემსგავსოთ – ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს პრეტენზია… მოძველებული მანქანები აბინძურებენ გარემოს და ამის გამოსწორება გვინდა და რა არის ამაში ცუდი?!
მესმის, რომ ხალხს ავტომობილი სჭირდება, მაგრამ არსებობს ელექტრომანქანები, რომლებიც უფრო დაბალფასიანია და შეგვიძლია შევიძინოთ… ალტერნატივები მოიძებნება, ეს კანონი კი აუცილებელი იყო” – ამბობს ბეჟან წაქაძე 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანისთვის საბაჟო გადასახადის გაზრდის ინიციატივაზე.
12 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით ჩანაცვლდება. წაქაძე ავტომანქანების განბაჟების საფასურის ზრდის ინიციატორ პარლამენტარებს შორის ერთ-ერთია.
