მიუხედავად საწყისი უარყოფითი პასუხისა, თეირანი კვლავ განიხილავს აშშ-ის წინადადებას სპარსეთის ყურეში ომის დასრულების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ს ორმა ირანელმა მაღალი რანგის ჩინოვნიკმა განუცხადა.
საჯაროდ, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ნებისმიერი მოლაპარაკების პერსპექტივა მკაცრად გააკრიტიკეს. თუმცა, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პაკისტანისთვის ოფიციალური პასუხის გაცემის აშკარა დაგვიანება, რომელმაც ვაშინგტონის სახელით 15-პუნქტიანი წინადადება წარადგინა, როგორც ჩანს, იმის სიგნალია, რომ თეირანში, სულ მცირე, ზოგიერთი ფიგურა შესაძლოა ამ წინადადებას განიხილავდეს.
ირანელი მაღალი რანგის ჩინოვნიკის კომენტარები იმის შესახებ, რომ წინადადება კვლავ განხილვის პროცესშია – თუმცა საწყისი პასუხი უარყოფითი იყო – როგორც ჩანს, ეწინააღმდეგებოდა ირანის Press TV-ის რეპორტაჟს, რომელიც უცნობ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ირანმა ის უარყო.
Reuters-ი წერს, რომ პაკისტანელი წყაროს ცნობით, ირანელების თქმით, ისინი დღეს საღამოს უნდა დაუკავშირდნენ.
მედია წერს, თითქოს მათ სამშვიდობო წინადადებაზე უარი თქვეს, მაგრამ ჩვენ ირანისგან ოფიციალური დადასტურება არ მიგვიღია. ამიტომ უბრალოდ ველოდებით. ისინი ყველანი მიწისქვეშ იმყოფებიან და კომუნიკაცია პრობლემურია,” – განაცხადა წყარომ.
ამასთან, პაკისტანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ პაკისტანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუკავშირდა და ჯერ კიდევ ელოდება ოფიციალურ პასუხს.
