Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი – საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის” – გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

March 25, 2026
“ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი – საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის” – გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი – საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომები სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რადგან „თუ გახსნიან, საზოგადოება ნახავს, რომ საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან და არა სამართლებრივ პროცესთან“.

„მოსამართლემ სხდომის გახსნაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან ამ საქმეს შინაარსი არ აქვს. უბრალოდ, სურთ, რომ ადამიანები, ვინც საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ამ ქვეყანაში კარგი ცხოვრებისთვის ვიბრძვით, გვაწვალონ და სასამართლო სხდომებზე გვატარონ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ელენე ხოშტარიას, 4 შვილის დედას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს არაფრის გამო, ამიტომ არაფერი გვიკვირს, რაც ხდება ამ ქვეყანაში.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც არ სურს, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელოთ განვითარების გზა, არ სურს, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს პერსპექტივა, ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი არის კონსოლიდაცია, ერთად დგომა, იმისთვის რომ საქართველო დავაბრუნოთ განვითარების გზაზე, ვიყოთ რეგიონის ლიდერები, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით და რაც მთავარია, ეს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის, გადავლახოთ ერთხელ და სამუდამოდ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
  • ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორი განმარტავს, რატომ არ დაეთანხმა ბრალდების მხარე სასამართლო პროცესის გახსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობას
  • “ჩვენი გეგმაა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში დავიწყოთ” – გიორგი ტყემალაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge