Tuesday, June 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სპეკულაცია დაიწყო, რომ ელენე ხოშტარია არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა – უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს” – ირაკლი ქადაგიშვილი

March 25, 2026
“სპეკულაცია დაიწყო, რომ ელენე ხოშტარია არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა – უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს” – ირაკლი ქადაგიშვილი

სპეკულაცია დაიწყო, რომ ელენე ხოშტარია არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. – უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარიას „მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი“.

„საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს იმის, თუ როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა. ამ ადამიანს პოლიტიკური პარტია აქვს, არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღო, პარლამენტის წევრი გახდა, მას თავისი შედეგი არ მოეწონა, თქვა, რომ არჩევნები „გაყალბდა“. ამის დამამტკიცებელი არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და სახელმწიფოს წინააღმდეგ გარედან ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. შეტევა გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი, სრული მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა.

ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ, თუ სახელმწიფო უუნარობას გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი, ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა უცებ, 17%-იანი პარტია 90%-იანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, თუ სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს დაიცავს, მაშინ ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს. შემდეგ, სპეკულაცია იწყება, რომ ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანური ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყო, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, რომ ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ. უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც ასახავს არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ” – გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე
  • “მიხეილ სააკაშვილმა პოლემიკას წერტილი დაუსვა – წარსულის ცალკეულ კოშმარებთან ბრძოლა არ უნდა დაეტყოს ჩვენს ბრძოლას, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, წარსულის ტრავმებით ნუ ვიხელმძღვანელებთ” – ლევან ბეჟაშვილი
  • “2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი“, აგრეთვე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ სხვა დანაშაულებში მხილებული 335 პირი” – კობახიძის ანგარიში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge