მე ვურჩევდი ახლანდელ ხელისუფლება რომ ჰქვია, დაფიქრდით, გავა დრო და მოგიწევთ პასუხის გაცემა, ამ არნახული უსამართლობისთვის, – ასე გამოეხმაურა ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრიან პატიმრობას მისი მამა, გოგი ხოშტარია “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“.
მისი თქმით, მისმა ოჯახმა არაერთი უსამართლო დაჭერა გაიარა და ელენეს ეს კარგად აქვს აღბეჭდილი გულშიც და გონებაშიც.
მისივე თქმით, მისი შვილის ძალა და ფასი კარგდ იციან და სიამოვნებით მონახეს მიზეზი, მისი ჩამოცილების.
ვერ ჩამოაშორებენ, – ამბობს გოგი ხოშტარია.
ჩემმა ოჯახმა არაერთი უსამართლო დაჭერა გაიარა და ეს ელენეს კარგად აქვს აღბეჭდილი გულშიც და გონშიც. ვგულისხმობ მამაჩემს, რომელიც დახვრიტეს, არაფრის გამო და 20 წლის შემდეგ ბოდიში მოიხადეს.
უხერხულია საკუთარი შვილის ქება, მაგრამ ბევრი არ არის ასეთი პიროვნება, რომელიც აბსოლუტურად მყარად დგას თავის პრინციპებზე, რაც სწამს. დაახლოებით თვენახევრის წინ ვიყავი საპყრობილეში, მის სანახავად, ჩემზე კარგ ხასიათზე ის იყო. თუ ვოლსკის და მისნაირებს ჰგონიათ, რომ ამით ელენეს გატეხენ, ძალიან მაგრად ეშლებათ. თუ ჰგონიათ, რომ არ მოუწევთ ამაზე პასუხისგება, აგრეთვე ძალიან ეშლებათ. რუსეთს ვაჯობეთ ერთ სულ მოსახლეზე დაჭერილი პოლიტპატიმრებით. სტალინის, ხრუშოვის, გარბაჩოვის დრო მახსოვს, ასეთი პირდაღებული უსამართლობა არ მინახავს, – ამბობს ხოშტარია.
