დედისა და ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
55 წლის კაცი სამართალდამცველებმა 20 მარტს დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
