Tuesday, March 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე” – ალეკო ელისაშვილის წერილი

March 24, 2026
“უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე” – ალეკო ელისაშვილის წერილი

“მე, ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე”- ამის შესახებ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ციხიდან გამოგზავნილ ვრცელ წერილში წერს.

“რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს, მეოთხე თვეა ტერორიზმის ბრალით ვზივარ ყველაზე მკაცრ ციხეში, 15 წლიანი სასჯელი მემუქრება, მაგრამ ბრალზეც და სასჯელზეც მეღიმება”- აღნიშნავს პოლიტიკოსი.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ის „საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ზის ციხეში, ხოლო ეს პატივია და არა სასჯელი“.

„პირველ რიგში ყველას მოგესალმებით! ამ სტატუსს ისევ პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით და სამძიმრით დავიწყებ. ღმერთმა გაანათლოს მისი დიდებული სული. მჯერა იქ, მაღლა საქართველოში ილოცებს აქაური საქართველოს დამშვიდებასა და წინსვლაზე.

რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს, მეოთხე თვეა ტერორიზმის ბრალით ვზივარ ყველაზე მკაცრ ციხეში, 15 წლიანი სასჯელი მემუქრება, მაგრამ ბრალზეც და სასჯელზეც მეღიმება, თუმცა ეგ ცალკე ამბავია. რასაც თვალს ვადევნებ, ვხედავ რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უმძიმესმა დასკვნამ და განსაკუთრებით რეკომენდაციებმა ამათ, ამ მავნებლებს ძალიან მოუჭირათ. ოცნების ხალხს მოხარშულებს ვიცნობ და ზუსტად ვგრძნობ რომ მოუწევთ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. „გვაჩვენეთ სიებიო“ გაიძახიან დღე და ღამ, რაც ნიშნავს რომ აშკარად თავისი სია მზად აქვთ, მაგრამ თითოეულ პატიმარზე ვაჭრობას აპირებენ. ჩემს გვარსაც ახსენებენ და ამბობენ ეს ტერორისტი როგორ არის პოლიტპატიმარიო. ჩემი გვარის ტრიალი სხვების გათავისუფლების პროცესის გაწელვის და დაზიანებისთვის სჭირდებათ. მე მინდა კოვზი ნაცარში ჩავუგდო და ვთქვა ხმამაღლა – მე, ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე. მოვუწოდებ ყველას – ქართველს, თუ უცხოელს არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში.
მინდა ტყუილუბრალოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელი შევუწყო. ესაა ჩემი პრინციპული პოზიცია! ღმერთია მოწმე მე არც ჯარისთვის ლუკმა მომიპარავს, არც ოქროს ზოდები უპოვნიათ ჩემს სახლში და არც საყაჩაღოდ შევსულვარ არსად. საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ვზივარ ციხეში. ეს პატივია დ არა სასჯელი.

მე ჩემს საკანში უდიდესი კმაყოფილებით ვნახავ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლების კადრებს და იმ ურემს დაველოდები, რომელიც აუცილებლად ჩამოაგორებს ჩემ წილ სამართალს. ასე რომ შეხვედრამდე.

პატივისცემით ალეკო, მე-6 მაღალი რისკის საპყრობილე. 25-ე საკანი.
24.03.2026“, – ალეკო ელისაშვილის განცხადებას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ხელნაკეთი სამკაულების, ბიჟუტერიისა და ვერცხლის მაღაზია გაძარცვეს
  • “ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი კიდევ ერთი შემზარავი თავდასხმაა დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებზე საქართველოში” – სალომე ზურაბიშვილი
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge