ამ წუთებში სამართალ დამცავები მასწავლებელ, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთ ფიგურანტს, ანასტასია ბერუაშვილს აკავებენ. ის აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდადებულ გიორგი რიკაძის შეყვარებულია.
სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყება მას სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით აკავებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს.
