Wednesday, March 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაცვის მხარის მოწმემაც კი დაადასტურა, რომ დავით მიქაძე სასტუმრო „თბილისი თაუერში“ იყო” – ლევან ვეფხვაძე

March 24, 2026
“დაცვის მხარის მოწმემაც კი დაადასტურა, რომ დავით მიქაძე სასტუმრო „თბილისი თაუერში“ იყო” – ლევან ვეფხვაძე

დაცვის მხარის მოწმემაც კი დაადასტურა, რომ დავით მიქაძე სასტუმრო „თბილისი თაუერში“ იყო, – ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევდნენ, გიორგი მიქაძის დაცვის წევრი, კობა ვაჭარაძე დაიკითხა.

ვეფხვაძის განმარტებით, მან კრიტიკულ კითხვებს პასუხი ვერ გასცა.

„დღეს გიორგი მიქაძის დაცვის წევრი დაიკითხა. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ სასტუმრო „თბილისი თაუერის” კადრებში დავით მიქაძე არ ჩანს. ამაზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც დანიშნეს, არასაკმარისია ხილვადობა და დავით მიქაძე როგორ ამოიცნო გოგა კაკულიამ[პოლიციელი], რომელიც მოწმის სახით იყო დაკითხული. მოწმე კობა ვაჭარაძეს დავუსვი შეკითხვა და მან დაადასტურა, რომ ეს დავით მიქაძე იყო. ანუ მათივე მოწმემაც კი დაადასტურა, რომ დავით მიქაძე სასტუმრო „თბილისი თაუერში“ იყო. რაც შეეხება ამ მოწმის ჩვენებას, ძალიან საინტერესო მოწმეა, ერთი მხრივ, გამოკითხვის ოქმში უთითებს, გარდა „ტოიოტა ქემრის” ავტომანქანისა, გიორგი მიქაძის სარგებლობაში ასევე შეინიშნებოდა ჯიპის ტიპის [„ლექსუსი“] ავტომანქანაო. დღეს, მოცემულობა შეცვალა და სხვაგვარად განმარტა. როცა ამასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დავუსვი და მათ შორის, მოსამართლეც დაინტერესდა, განმარტა, მე ვიგულისხმე ზოგადად გიორგი მიქაძის გარემოცვაო, რაც არარელევანტურია. „ლექსუსის” ეპიზოდი საინტერესოა, რადგან დაცვამ წარუდგინა სასტუმრო “თაუერის” 2025 წლის 15 თებერვლის გარე კამერა, სადაც ჩანს, ჯიპის ტიპის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის გამოძიების მიერ დადგენილი გიორგი მიქაძე და ხვდება გიორგი ჯოხაძეს.

ასევე, მოწმე აცხადებს, რომ ის გიორგი მიქაძეს 21 მარტს, იტალიაში უსაფრთხოების მიზნით გაჰყვა, 23-ში ჩამოვიდა თავად, მიქაძე კი 28 მარტს. კითხვა დავუსვით, უსაფრთხოებას როგორ ემსახურებოდა, როცა თვითონ არ ჩამოჰყოლია და გიორგი მიქაძე საერთოდ, სხვა რეისით – თურქეთის რეისით წავიდა იტალიაში, მოწმემ ამაზეც ვერ გასცა პასუხი. გასაგებია, მოწმეს უჭირს ისეთ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა.

ასევე, მიქაძის დაცვის წევრმა განმარტა, რომ გიორგი მიქაძეს ყველგან არ ახლდა და დასვენებაც სჭირდებოდა. ამ ფონზე “თაუერში” გიორგი მიქაძის მისვლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ “თაუერი” საერთოდ არ იცის სად არის. ლოგიკურ კითხვას ვსვამ, თუ ადამიანმა არ იცის სად არის სასტუმრო, ისვენებდა და ყოველდღე არ დაჰყვებოდა, როგორ გამორიცხავს, რომ 15 თებერვალს გიორგი მიქაძე სასტუმრო “თაუერში” არ იმყოფებოდა?”,- განაცხადა ვეფხვაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ზოდიაქოს 3 ნიშანს, 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის ​

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge