Tuesday, March 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბრალდების მხარე მოწმეებისკენ თითის გაშვერის სტანდარტზე დარჩა, თუ აინტერესებდა, ვინ იყო ვიდეოჩანაწერებში, დაენიშნათ ექსპერტიზა და დღეს ამ მკითხაობის რეჟიმში არ ვიქნებოდით” – ძმები მიქაძეების ადვოკატი

March 24, 2026
“ბრალდების მხარე მოწმეებისკენ თითის გაშვერის სტანდარტზე დარჩა, თუ აინტერესებდა, ვინ იყო ვიდეოჩანაწერებში, დაენიშნათ ექსპერტიზა და დღეს ამ მკითხაობის რეჟიმში არ ვიქნებოდით” – ძმები მიქაძეების ადვოკატი

ბრალდების მხარე მოწმეებისკენ თითის გაშვერის სტანდარტზე დარჩა, თუ აინტერესებდა, ვინ იყო ვიდეოჩანაწერებში, დაენიშნათ ექსპერტიზა და დღეს ამ მკითხაობის რეჟიმში არ ვიქნებოდით, – ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეების ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სასამართლო პროცესზე გიორგი მიქაძის დაცვის წევრი, კობა ვაჭარაძე დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ კადრებში ნაჩვენები ავტომობილით გიორგი მიქაძე არასდროს უნახავს.

„მოწმესთან გვქონდა შეკითხვები მანქანასთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმროს კადრში ჩანს და მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ასეთი მანქანით გიორგი მიქაძე არ გადაადგილდებოდა. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომ გიორგი მიქაძე ამ მანქანით იმყოფებოდა, გაბათილდა. ამის შემდეგ კი პროკურორმა არარელევანტური კითხვების დასმით სცადა გადაეფარა ეს მნიშვნელოვანი ნაწილი.

მოწმემ, ასევე მიუთითა, რომ გიორგი მიქაძე ჯიპის ტიპის მანქანაში არ უნახავს, შესაძლოა, მის გარემოცვაში ვინმეს ჰყავდა. გიორგი მიქაძე ძირითადად, იყენებდა „ქემრს“ და მოტოციკლს. ის ფაქტი, რომ რაღაც მანქანა სასტუმროსთან გაჩერდა, არ ნიშნავს, რომ ეს რაიმე მტკიცებულებაა. კვლავ რჩება ეჭვი თუ ვინ იჯდა ამ მანქანაში. ასევე, პოლიციელის ბიჭიკო წოწორიას გარდა, დედამიწაზე რომ ვერავინ შეძლო ადამიანის ამოცნობა ამ კადრებში, გიორგი მიქაძეს ხელს ვერავინ ადებს. ვეძებთ მტკიცებულებას, რომ გიორგი მიქაძე იმ მანქანაში იჯდა.

ბრალდების მხარეს, გიორგი მიქაძის სასტუმროში მისვლასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები. მოწმეებისკენ თითის გაშვერის სტანდარტზე დარჩა ბრალდების მხარე. თუ აინტერესებდა თუ ვინ იყო ჩანაწერებში დაენიშნათ ექსპერტიზა და დღეს ამ მკითხაობის რეჟიმში არ ვიქნებოდით“,- განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

შორენა ნიქაბაძის თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა სასტუმროს „დივიარებისა” და ვინჩესტერების წარმოდგენას, რომლითაც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების კანონიერება უნდა დადასტურებულიყო.

„დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ პროკურატურას შემდეგ სასამართლო სხდომაზე სასტუმროს „დივიარები“ და ვინჩესტერები წარმოედგინა, რაზეც, გამოძიების ინფორმაციით ჩაწერილი იყო ეს ვიდეო-ჩანაწერები. ჩვენ ამის გახსნას იმიტომ ვითხოვდით, რომ დაცვის მხარეს ეჭვი ეპარება, რომ თებერვლის თვის ჩანაწერები, 2025 წლის 5 აგვისტოს ამ ვინჩესტერებზე ყოფილიყო შენახული. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები, რომ თუ ვინჩესტერებზე მსგავსი ინფორმაცია იქნებოდა, ეს ჩანაწერები სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გარეშე იყო მოპოვებული“, – განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე” – ალეკო ელისაშვილის წერილი
  • “ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა” – ქალი პოლიტიკოსების განცხადება
  • “ჯერ მძინარე დედას მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი ძმას” – თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge