“ვგმობთ 1.5-წლიან განაჩენს დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ; იგი სრულად არაპროპორციულია ელენეს დანაშაულთან, გამოხატავდეს სიტყვის თავისუფლებას და სურდეს ნათელი, პროევროპული მომავალი საქართველოსთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ; ელენესა და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება უნდა შეწყდეს; მიზნობრივი სანქციები უნდა გაღრმავდეს.
ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!” – ვკითხულობთ ALDE-ს განცხადებაში.
დღეს კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
