“მაინც ველოდი, რომ ამ დღეების სიდიდე , პატრიარქის დატოვებული ერთობის და სიყვარულის მაგალითი , ოდნავ მაინც გაალღობდა პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ყინულს და გააღვიძებდა მოსამართლეში სამართალს ….
რა უნდა დაგემართოს ამ დროსაც რომ ვერ შეძლო სამართლიანი ვერდიქტის გამოტანა???
ბანერზე წარწერის გამო როგორ უნდა მიუსაჯო პატიმრობა ?
კომენტარიც კი აღარაა საჭირო…” – წერს პოლიტიკოსი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში და ელენე ხოშტარიას განაჩენს ეხმაურება.
დღეს კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
