საქსტატის მონაცემებით, ქართული თევზის ექსპორტი 1 310%-ით გაიზარდა, ამავდროულად მოიმატა იმპორტმაც, რომელიც 36%-ით გაძვირდა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 2.185 მლნ დოლარის ღირებულების (456 ტონა) გაყინული ქართული თევზი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 155 ათასი დოლარის (81.6 ტონა). აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ ქართული თევზის საექსპორტო ფასი 152%-ით არის გაზრდილი. 2025 წლის 2 თვეში საექსპორტო თევზის ღირებულება კილოგრამზე საშუალოდ 1.9 დოლარს შეადგენდა, წელს კი 4.8 დოლარი იყო.
იმპორტმა 63.5%-ით მოიმატა. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 5.970 მლნ დოლარის ღირებულების (2 347 ტონა) გაყინული თევზი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9.765 მლნ დოლარის ღირებულების (2 814 ტონა). აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს ერთი კილოგრამი თევზი (გადასახადების გარეშე) საქართველომ საშუალოდ, 3.4 დოლარად იყიდა, 2025 წელს კი 2.5 დოლარად. (ზრდა 36%-ია).
