“პირველების” ხელშია 11 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე მოამზადა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელსაც ხელს ომბუდსმენი აწერს, უკვე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მაგიდაზე დევს. ამ დოკუმენტში მსჯელობით ლევან იოსელიანი მიდის დაკსვნამდე, რომ პაატა მანჯალაძის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და 9 წლით პატიმრობა უსაფუძვლო სასჯელია.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 5 ლიდერიდან ერთადერთია, რომლის საქმეც სახალხო დამცველმა დეტალურად შეისწავალა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში პირდაპირ წერია, რომ პაატა მანჯგალაძის საქმეში არ არსებობს ძალადობის ორგანიზების ან სხვა ბრალდებულებთან ერთად საერთო გეგმის შემუშავების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ახლა მთავარი კითხვაა რას შეცვლის 4 ოქტომბრის საქმეში სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დოკუმენტი. პაატა მანჯგალაძე უკვე 6 თვეა წინასწარ პატიმრობაშია. გლდანის ციხეში მოთავსებულ პოლიტიკოსს, სხვა ბრალდებულების მსგავსად ამ დრომდე აკრძალული აქვს ოჯახთან კონტაქტი.
