Saturday, March 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი ანაფორა დაუფინეთ…” – პატრიარქის ამბავი ფრონტის ხაზიდან

March 21, 2026
“ჩემი ანაფორა დაუფინეთ…” – პატრიარქის ამბავი ფრონტის ხაზიდან

“ჩემი ანაფორა დაუფინეთ, არ შესცივდეთო” – ასეთ ისტორიებს ერთხელ ყვებიან, და ეს ერთხელ მოყოლილი ამბავიც არქივმა შემოინახა. სოსო ოხანაშვილი –  პატრიარქის პირადი მცველი, ილია მეორეს უსაფრთხოებას 14 წელი იცავდა. აგვისტოს ომი დღეები წლების წინ გაიხსენა. გორის დაბომბვის პერიოდში როგორ აღმოჩნდნენ რუსი ოკუპანტების პირისპირ, მაშინ პატრიარქს საოკუპაციო  ჯარების გენერალი ბორსოვი დაჟინებით სთხოვდა, სოფელ შინდისში არ შესულიყვნენ, მაგრამ ილია მეორე უარზე წავიდა.

აგვისტოს ომის დღეებში პატრიარქმა ფრონტის ხაზზე ხალხს დახმარება ჩაუტანა და მღვდლებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცების ცხედრები გადმოასვენა. სწორედ ამ დროს მივიდა პატრიარქთან ერთ ერთიადგილობრივი და სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ამბავი უამბო. პატრიარქმა შინდისში წასვლა ითხოვა, მისი პირადი მცველი იხსენებს, რომ ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ.

ალეკო ონიანი შინდისის 17 გმრიდან ერთ ერთია, ვისი ცხედარიც პატრიარქმა გადმოასვენა. ამ ისტორიას 18 წელის შემდეგ მისი შვილი იხსენებს. მაშინ არც პატრიარქმა, არც სასულიერო პირებმა და არც არავინ იცოდა, რომ ისინი შინდისის გმირები იყვნენ. ჯარისკაცები, რომლებსაც ვერც მშობლები დაიტირებდნენ და არც საფლავი ექნებოდათ, რომ არა კათალიკოს-პატრიარქი.

2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებში კათალიკოს-პატრიარქს თბილისის რეზიდენცია არ დაუტოვებია, არადა ევაკუაცია უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმეჯერ შესთავაზა, როდესაც გავრცელდა ამბავი რომ ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ პატრიარქს ჯვრის მონასტერში გადაყვანა შესთავაზეს, პასუხის იყო არა. უარი თქვა სვეტიცხოველზე და საპატრიარქო რეზიდენციაში დარჩა.

14 აგვისტოს კი თქვა, რომ მიდიოდა ნაომარ გორში, კანტიკუნტად შემორჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებთან.

ადგილზე ჩასულ პატრიარქს, რუსეთი საოკუპაციო ჯარების გენერალმა ბორისოვმა უთხრა, რომ ცხინვალში დაღუპული ქართველი რუსი და ოსი ჯარისკაცების ცხედრები შეაგროვეს და დაწვეს. ამის გაგონებაზე ცრემლები ვერ შეუკავებია.

მაგრამ ყველაზე მძიმე ჯერ კიდევ წინ იყო – შინდისი და ქართველი ჯარისკაცების მიმოფანტული ცხედრები საბრძოლო ველზე. ჯარისკაცების ამოცნობა შეუძლებელი იყო, ცნობა კი მხოლოდ ერთი ნიშნით – ყველას სამხრეებზე საქართვლოს დროშა ეკეთა. ზოგი რუსული ავიაციის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, ზოგიერთს ტანკის ჭურვი ჰქონდა მოხვედრილი. ერთს ხელში ტელეფონი შერჩენოდა.

გზად პატრიარქი გაჩერებულმა კადრმა შეაჩერა.  ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქე დაინახა, ავტომობილში იჯდა  და არ იძვროდა. ჯარისკაცების ცხედრების გვერდით მისი ცხედარიც მოათავსეს და თბილისში გადმოასვენეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?
  • “არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო მღვდელმთავარზე, რომელიც ახალგარდაცვლილი პატრიარქის გლოვის ნაცვლად საკუთარ რეკლამინგზე მუშაობს”- რას წერს არჩილ გამზარდია
  • პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება რკინიგზა, შესრულდება დამატებითი რეისები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge