საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქალის მკვლელობის საქმეზე დააკავეს.
ბერძნული მედიის, „sigmalive“-ის ინფორმაციით, 40 წლის ქართველ მამაკაცს ბრალად ედება, რომ მან ავტომობილში ცივი იარაღის გამოყენებით ბერძენი ქალი მოკლა, შემდეგ კი მისი ტანსაცმელი ნაგვის კონტეინერში გადააგდო.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში აიყვანეს.
საქმეზე, ქართველი მამაკაცის გარდა, კიდევ ოთხი პირი ფიგურირებს.
