ზურა ყიფშიძემ „მეტრონომთან“ ქართველი მსახიობების და თეატრის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით მსახიობების საქმე საქართველოში ყოველთვის დაუფასებელი იყო.
„საბჭოთა კავშირის დროს მსახიობს ძალიან ცოტას, ფაქტობრვად არაფერს არ უხდიდნენ, საავტორო მსახიობს არ აქვს. საავტორო ფილმიდან ანაზღაურებას იღებს სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი, კომპოზიტორი, მაგრამ მსახიობი არა. რა ხდება? როგორ ხდება? არვიცი. მხოლოდ საქართველოში.
მოგვიანებით მსახიობმა განაცხადა, რომ მძიმე მდგომარეობაა თეატრშიც, რადგან არავის არაფრის გაკეთება აღარ უნდა.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, თეატრებში, არავის არაფერი აღარ უნდათ, სულ ყველას უნდა, რომ ჩქარ-ჩქარა გააკეთოს შედევრი, სწრაფად შედევრები არ კეთდება, რთული სიტუაცია გვაქვს. ერევიან შიდა, თეატრის საქმეში, არ იციან არც ოჯახი, არც კანონები, არაფერი არ იციან… მოკლედ ძალიან ცუდად არის მსახიობების საქმე“