17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე და ამასთან ერთად ჰომოფობიისა, ტრანსფობიის და ბიფობიასთან წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მამა პეტრე კოლხმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი „მიქსმეტრონომთან“ გააკეთა და განაცხადა, რომ ორიენტაციის მიუხედავად ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძვირფასია. კანონი და რელიგია ადამიანების დასაცავად და მათში უსაფრთხოების შეგრძნების გასამყარებლად შეიქმნენ.
„მინდა დავაფიქსირო, მე პროვოცირების ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ, როგორც ერთი მხრიდან ასე მეორე მხრიდან. ჩემთვის პირადად ლგბტ თემის წარმომადგენლები გამოვლენ ქუჩაში და დაიცავენ თავს თუ ჰეტერო თემის წარმოამდგენლები მნიშვნელობა არა ქვს, ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის ორივე მხარე, რადგან ერთიც ბუნებაში არსებობს და მეორეც.“
მისი თქმით ამ ორი თემის დაპირისპირება საზოგადოებაში არეულობის და შფოთის გამოსაწვევადაა მიმართული და ისინი ერთამენთს მშვიდად არასოდეს მიიღებენ.
„ეკლესია ვერასდროს ვერ იქნება მხარე, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობას. ალბათ არცერთმა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა ეკლესიას არ უნდა მოსთხოვოს, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოს და მხარი დაუჭიროს ამ ადამიანების ე.წ. პარადს, დემონსტრაციას“
ჩვენთან საუბრისას მამა პეტრემ ასევე აღნიშნა, რომ უკვე დროა ორივე მხარე გაიზარდოს, შეხვდნენ ერთმანეთს და ამ თემასთან დაკავშირებით ღიად ისაუბრონ.
„არ უნდა ხდებოდეს ამ თემით სპეკულირება და იმ ადამიანების გაღიზიანება, რომლებიც არც ერთ მხარეს არ განეკუთვნებიან და უბრლოდ უნდათ, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე აღნიშნონ. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საზოგადოების ყველა ფენამ მშვიდობიანად იცხოვროს ამ სამყაროში და ორივეს უფლებები უნდა იყოს დაცული, თუმცა ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გარეთ გამოტანა და აფიშირება ვფიქრობ ძალიან დიდი უზნეობაა და არ უნდა ხდებოდეს“
მოგვიანებით მან 2013 წლის 17 მაისიც გაიხსენა, როდესაც ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ დასახელდა. მამა პეტრეს თქმით რამდენჯერაც იქნება ერთი მხრიდან გამოწვევა, მეორე მხარე მათ ყოველთვის უპასუხებს
„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც მისი ნებაა, მაგრამ არ აქვს იმის უფლება, რომ ჩვენ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების წესი თავს მოვახვიოთ „