Wednesday, March 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც გვიანდერძა”- მეუფე შიო ილია მეორეზე

March 18, 2026
“მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც გვიანდერძა”- მეუფე შიო ილია მეორეზე
„დიდია დღეს სრულიად საქართველოს მწუხარება მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნებაამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის გადასვენების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.მიტროპოლიტი შიოს განცხადებით, ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება, რადგან უდიდესი იყო პატრიარქის მამობრივი სიყვარული და ზრუნვა ადამიანებზე.“იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. მე პირადად გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას და ვიცი, რომ ჩვენი დები, ძმები, უმრავლესობა ასე განიცდის. მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და ჩვენ დაგვიტოვა. მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. მე მინდა მოგისამძიმროთ დღეს ყველას მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. მას საოცარი თვისება ჰქონდა, მისი მამობრივი სიყვარული, ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა მთელს საქართველოს, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე მასთან შეხება ჰქონია. საოცარი მადლი ჰქონდა, რომ ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერისცვალებას, ცხოვრება მათი, ვისაც ჰქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან, ცხოველმყოფელ ჯვარს. როგორც უკვე გაიგეთ, დასაფლავება იქნება კვირას,როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განღმრთობისა და სულიც ცხონებისკენ. ეს არ არის შემთხვევითი, მის უწმინდესობასა და უნეტარესობაში შერწყმული იყო მოწამებრივი გზა, ღვაწლი და სულიერ კიბეზე უმაღლესი საფეხურის მიღწევა. ეს არის სათნობები, რომელიც მან მოიხვეჭა: დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლკე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა.ერთ-ერთი უმთავრესი მისი უზარმაზარი ღვაწლიდან არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ, მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისწი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის.ჩვენი გული მწუხარებასთან ერთად, ივსება სასოებითა და იმედით, რომ უფალი მას მართალთათანა განუსვენებს სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა ჩვენ რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, საერო ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა, ისე როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებაში და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და მისმა ცხოვრებამ.კიდეც ერთხელ გისამძიმრებთ, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულ და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოსა და ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის, ამის ჩვენ გვწამს და გვჯერა, ჩვენთან არს ღმერთი“, – მიმართა მეუფე შიომ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • “არსებობს სხვა სინამდვილე, რომელიც ვფიქრობ, უფრო საინტერესოა”- რას წერს პეტრე კოლხი ილია მეორესთან დაკავშირებით
  • “მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც გვიანდერძა”- მეუფე შიო ილია მეორეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge