ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი, მეგან ფოქსი ლას ვეგასში გამართულ დაჯილდოებას Billboard Music Awards-ს დაესწრო, რომლის წითელ ხალიჩაზე მეუღლეთან, Machine Gun Kelly-სთან ერთად გამოჩნდა.
მეგანს ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას მიერ შექმნილი კაბა ეცვა, მისმა მეუღლემ კი არჩევანი კრისტალებით შემკობილ სამოსზე შეაჩერა.