ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ახობაძე ,,ლელოს” განცხადებას ეხმაურება:
,,ლელო ყოველთვის იპოვის დანას, რომ ყელში გამოისვას.
ამდენ წვალებას, პირდაპირ რომ გააუქმოთ პარტია არ ჯობია?
რაზე აპირებთ დიალოგს?
განბაჟებაზე თუ ბოთლების ზომაზე?“-წერს აქტივისტი გიორგი ახობაძე.
შეგახსენებთ, პარტიამ “ლელო-ძლიერი საქართველო” განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “დღეს საქართველოს სჭირდება, დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.”
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა”.
