ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ახლოს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული კაცია.
დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შემთხვევა დღეს, 15 მარტს მოხდა.
ავარიის გამო, ცენტრალურ გზაზე გრძელი საცობი წარმოიშვა და გადაადგილება, დახლოებით 1 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.
