დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული TV იმედის სამეთვალყურეო საბჭო განახლდა – თავმჯდომარე ირაკლი ჩიხლაძეა – ამის შესახებ ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს.
რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის არხის გენერალურმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 13 მარტს მიმართა.
საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი 12 მარტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ოცნების პროპაგანდისტული ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე აირჩია, მის მოადგილედ კი – ნათია სონღულაშვილი.
ტელეკომპანიის განახლებულ სამეურვეო საბჭოში ახლა ჯამში 7 წევრია:
ირაკლი ჩიხლაძე – „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ნათია სონღულაშვილი – იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
მაგდალინა ანიკაშვილი – „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერის“ წამყვანი.
მარიამ ლომიძე – ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი
ვასილ კალანდარიშვილი – იმედის ფინანსური დირექტორი და ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
მაია ჩიგოშვილი – იმედის პროგრამების ხელმძღვანელი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
ილია მიქელაიშვილი – ფლობს „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილს.
