Sunday, March 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმედს“ დაარსების დღიდან ერგო მისია, ყოფილიყო დემოკრატიის სარკე” – პაპუაშვილი

March 15, 2026
“იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

x

ტელეკომპანია „იმედს“ დღეს 23 წელი შეუსრულდა, ვულოცავ მისი დამფუძნებლის ოჯახს, ტელევიზიის თითოეულ თანამშრომელს და ერთგულ გულშემატკივარს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მისი ისტორია მარტივი არ ყოფილა. ამ ტელევიზიამ საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს იყო ოკუპირებული, იყო მიტაცებული, იყო ღალატისა და უსამართლობის მსხვერპლი. იცის, რას ნიშნავს, როცა ცდილობენ ჩაახშონ ხმა, რომელიც ხალხამდე აღწევს. საბედნიეროდ, ეს დრო მის ისტორიაში ხანმოკლე იყო. ხანმოკლე, მაგრამ წარუშლელი. ამავე დროს, „იმედმა“ კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო მართალი სიტყვის მატარებელი, ემსახურო საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, გქონდეს აუდიტორიის ნდობა, სიყვარული და დაფასება. სწორედ ეს არის მისი ნამდვილი ღირსება და ძალა. საქართველოს უახლესი ისტორია არის დაპირისპირება გარე ძალების ნების თავს მოხვევასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამტარ პოლიტიკას შორის. ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ბრძოლა იმის გასარკვევად, ვინ ვართ, რისი უფლება გვაქვს, რამდენად დამოუკიდებლები ვართ და როგორია ჩვენი თავისუფლების ხარისხი.

ასეთ ბრძოლაში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ხმას, რომელიც ხალხის ხმას ატარებს. დღეს „იმედი“ სწორედ ასეთ ხმად იქცა, ხმად, რომელსაც უსმენს უმრავლესობა, ხმად, რომელიც გადმოსცემს საზოგადოების უმრავლესობის ფიქრს, განცდას და სათქმელს. და სწორედ ამიტომ არის ის სამიზნე ყველა ავის მსურველისთვის, ვისაც საქართველოში შუქის ჩაქრობა სურს. ეს არ მოხდება. პირიქით, ყოველი ასეთი შეტევა ადასტურებს, რომ „იმედი“ და მისი გულშემატკივარი სწორ მხარეს დგას. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა და ბევრი გამარჯვებაა. გისურვებთ სიმტკიცეს, გამბედაობას და დიდ წარმატებებს. „იმედს“ კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია – იმედი“ – წერს პაპუაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • “იმედს“ დაარსების დღიდან ერგო მისია, ყოფილიყო დემოკრატიის სარკე” – პაპუაშვილი
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge