Friday, March 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური განცხადებას ავრცელებს

March 13, 2026
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური განცხადებას ავრცელებს

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური დემეტრე და ზვიად გამსახურდიების ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ძალიან საინტერესო ამბები მინდა მოგიყვეთ დღეს ამ ყმაწვილებზე.

დაუძლეველ სევდას მგვრიან საქართველოდან უცხოეთში საემიგრაციოდ მოტივირებული თანამემამულენი; ჩემი უჭკვიანესი სტუდენტებიდან 10-დან 9-ის მიერ მიღებული უცხოეთში ცხოვრების გადაწყვეტილება; საკუთარ ქმარშვილთა კეთილდღეობისთვის მსხვერპლად ქცეული ემიგრანტი ქალბატონები…
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტვინების ამგვარმა გადინებამ, ზოგჯერ ეკონომიკური ემიგრაციის, ზოგჯერ კი გადარჩენის მიგრაციის მიზეზით, შეიძლება ნელ-ნელა ეროვნული თვითდაცლის პროცესამდე მიგვიყვანოს; მითუმეტეს, რომ უცხოეთში წარმატება დღეს ერთგვარ სოციალური სტატუსად იქცა, ზოგისთვის – სისტემაზე ინდივიდუალურ ,,გამარჯვებადაც” კი აღიქმება, რაც ემიგრაციის რომანტიზებას იწვევს…
უკეთესი მომავლის ძიება არამცთუ ნაკლი, არამედ ურთულესი გამოწვევების გაბედულად მიღება, ნიჭი და სიმამაცეა.
მაგრამ… ვერაფერს ვუხერხებ შეგრძნებას, თითქოს შვილი განსაცდელში ჩავარდნილ დედას ტოვებს და გალაღებულ, კეთილდღეობით დადინჯებულ, “უკეთეს დედასთან” გარბის მისაკედლებლად, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ნაწილი მას მიუძღვნას, მაშინ, როცა ნამდვილი მშობელი ზურგშექცეული რჩება…

ჰოდა, დღეს სიხარულით მინდა გიამბოთ იმ იშვიათ, დღესდღეობით სრულიად არაპოპულარულ, მაგრამ ბევრი ჩვენთაგანისთვის ჟრუანტელისმომგვრელ ფენომენზე, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცხოვრების დონის მქონე ქვეყნაში გაზრდილი, დავაჟკაცებული და წარმატებული ადამიანის საკუთარ სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება ჰქვია.
არ მიწყინო, დემეტრე, უნდა გაგთქვა  – რაც მეტად გადიოდა დრო, მით უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს, ვერ ვხდებოდი, რა მემართებოდაო – გამენდო. მერე…მერე სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე და… უცებ დალაგდა ყველაფერი, დამშვიდდა და თითქოს თავის ადგილზე დადგაო…
ზოგჯერ მოვლენას არ სჭირდება სიტყვებით ახსნა, ზოგჯერ არსებობს ძალა, რომელსაც უბრალოდ გრძნობ; ხმა, რომელიც უბრალოდ გესმის, ფესვების, მიწის, ქვეყნის, გენში ჩაბუდებული სამშობლოს სიყვარულის ხმა… და, როდესაც ეს ხმა მოგწვდება, დიახ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. და… შენც მშვიდად ბრუნდები სახლში…
ახალგაზრდა კაცის მიერ შვეიცარულ კომფორტსა და კეთილდღეობაზე წინ ისტორიული სამშობლოს დაყენება, მხოლოდ ცხოვრების არჩევანი არ არის, ეს იდენტობის არჩევანია.
წარსულში შვეიცარელი ქართველი – დემეტრე გამსახურდია – დღეს უკვე საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომელი და სამშობლოსთვის სასარგებლო არაერთი საერთაშორისო პროექტის სულის ჩამდგმელია”- წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური განცხადებას ავრცელებს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 12 საათით შეწყდება – ნახეთ მისამართები
  • ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური განცხადებას ავრცელებს
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge