Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ”- „ოპოზიციის ალიანსი“

March 12, 2026
“ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ”- „ოპოზიციის ალიანსი“

ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ. მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ დიქტატორი ივანიშვილის საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს , – ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსისა” და მასში შემავალი პარტიების მიერ “მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას გააჟღერა.

როგორც “ოპოზიციური ალიანსის” განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნების” მიმართ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია და ახლა საჭიროა ქვეყნის მშვიდობიანი გადაბარება.

“დღეს ეუთოს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმის დასკვნამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივით ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ავტოკრატიულ ანგარიშსწორებაში ამხილა. ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების უმძიმეს, სისტემურ დარღვევებს რეჟიმის მხრიდან.

დასკვნა ერთის მხრივ, მოუწოდებს რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ხაზგასმით არის მოწოდება პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე, ეს ანგარიში მოუწოდებს რეჟიმს, რომ პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, რომელიც დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე და რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, მათ შორის, ამ გამზირზე, სადაც ადამიანები ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სუვერენიტეტის, ევროპული, დემოკრატიული ნორმალური მომავლის დასაცავად.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოწოდება არის წევრ სახელმწიფოებზე, რომ აამოქმედონ საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტრუმენტები, მათ შორის, მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის ტრიბუნალი) ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ იმიტომ, რომ მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ დიქტატორი ივანიშვილის საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს. ასევე, სახელმწიფოებმა გამოიყენონ ე.წ. უნივერსალური იურისდიქცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია უნივერსალური იურისდიქციის უფლებამოსილება, გამოიძიოს აღნიშნული დანაშაულები და დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა ამაში.

რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია, ქართველი ხალხის მხრიდან რეჟიმის წინააღმდეგ განაჩენი გამოტანილია და ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით ეს განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა”, – ნათქვამია “ოპოზიციური ალიანსის” განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი დავკარგეთ”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ეუთო-ს, “სათანადოდ გაითვალისწინონ” ხელისუფლების სამართლებრივი არგუმენტები და არ გაიზიარონ ფაქტების მისიის „მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადაო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge