მოჯთაბა ხამენეის პირველი საჯარო მიმართვა გამოქვეყნდა, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა წაიკითხა.
სანამ ირანელი ხალხი იტანჯება აგრესიითა და სანქციებით, მსოფლიო ვერ ისარგებლებს იმ სიმდიდრით, რომელიც ჩვენს კართან გადის, – ნათქვამია ხამეინის სახელით გავრცელებულ მიმართვაში.
ჰორმუზის სრუტის ბლოკირება არ არის მხოლოდ ტაქტიკური სვლა; ეს არის ჩვენი სტრატეგიული ბერკეტი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მტერზე მაქსიმალური ზეწოლისთვის. ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილი დარჩება, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი… სანამ ირანელი ხალხი იტანჯება აგრესიითა და სანქციებით, მსოფლიო ვერ ისარგებლებს იმ სიმდიდრით, რომელიც ჩვენს კართან გადის. ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუ ჩვენი უსაფრთხოება და ეკონომიკური ინტერესები არ იქნება დაცული, არცერთი წვეთი ნავთობი არ დატოვებს ამ რეგიონს.
ეს არის პასუხი იმ ეკონომიკურ ტერორიზმზე, რომელსაც ჩვენი მტრები წლების განმავლობაში ეწევიან. ჩვენ გვაქვს ძალა და ნება, რომ ეს გზა სრულად ჩავკეტოთ მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება, – ნათქვამია ირანის ახლადარჩეული უზენაესის ლიდერის საჯარო მიმართვაში.
ირანის ექსპერტთა საბჭომ ხამენეი ქვეყნის უზენაეს ლიდერად ოფიციალურად 9 მარტს დაამტკიცა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ხამენეი აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს დაშავდა. ეს მოგვიანებით ირანის ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს და არ გამორიცხეს, რომ ის საავადმყოფოში ყოფილიყო.
