Thursday, March 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ევროპარლამენტში დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს

March 12, 2026
ევროპარლამენტში დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში დღეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს. “ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები ქართული ცნების რეჟიმის პირობებში” – ასე ქვია რეზოლუციას, რომელიც გუშინ, დებატებისას განიხილეს.

დოკუმენტი გმობს “ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას” და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ დაკავებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ.

დოკუმენტი მოითხოვს გამოძიებული იქნას “დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები”. ასევე, გამოძიებული იქნას “დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები”.

ტექსტში დაგმობილია “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში დამტკიცებული კანონები, რომელიც “ზღუდავს ფუნდამენტური თავისუფლებებს, პოლიტიკურ აქტივობას, სამოქალაქო პროტესტსა და განსხვავებულ აზრს”. ევროპარლამენტარები “ოცნებას” მოუწოდებენ, რომ გააუქმოს აღნიშნული კანონები, “შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა”. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, “პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან”.

დოკუმენტში ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ. ევროდეპუტატები კომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ ქართველ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამასთან ერთად, რეზოლუციის პროექტში საუბარია მიზნობრივ სანქციებზეც, რომელიც უნდა დაუწესდეთ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან “დემოკრატიული ოპოზიციის, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე, დაკავებაზე და ძალადობაზე”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებელი კვლევისთვის 518 167 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება
  • პარლამენტის შენობასთან მდგარი კარვები, სადაც მოქალაქეები წელიწადზე მეტია ღამეს ათევენ, დღეს დილით აიღეს
  • ბეირუთში ისრაელის დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა – The Times of Israel

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge