გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
თარგამაძე საგამოძიებო უწყებაში 11:00 საათზე არის დაბარებული, თუმცა გამოკითხვის კონკრეტული საფუძველი ამ ეტაპზე არ სახელდება.
არსებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის დაბარება შესაძლოა უკავშირდებოდეს ირანის შესახებ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიებაა დაწყებული.
