ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გელა უძილაური ცრუ ინფორმაციის მიწოდებას აგრძელებს. მისივე თქმით, როდესაც უძილაურს უჭირს ახსნას რიგი გარემოებები, საქმეში ისევ “სვეტა შემოდის”.
პროკურორის განცხადებით, მოწმის განმარტებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან, რომლებიც უტყუარადაა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი არა მხოლოდ დეტალური ინფორმაციით, არამედ გამოკვლეული მტკიცებულებებით.
დღეს დავკითხეთ მსჯავრდებული გელა უძილაური. მინდა გითხრათ, რომ აქტუალურია სვეტას თემა. დღეს ბატონი გელასგან მოვისმინეთ მხოლოდ ერთი გარემოება, სვეტა იმყოფებოდა დუშეთში. მოწმეს წარვუდგინეთ დეტალური ამონაწერი, გიორგი ჯოხაძე, მამუკა ბაღდავაძე და გელა უძილაური ერთდროულად იმყოფებოდნენ ახატანის ანძაზე, სოფელ წითელსოფელში, 15 და 18 თებერვალს. გელა უძილაურმა განმარტა, რომ ამ დროს იმყოფებოდა დუშეთში სვეტასთან ერთად. სხვა რაიმე წონადი არგუმენტაცია არ მოგვისმენია გელა უძილაურისგან. მისი განმარტებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან, რომლებიც უტყუარადაა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი არა მხოლოდ დეტალური ინფორმაციით, არამედ გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სვეტა არის [ჩვენებაში] მაშინ, როდესაც გელა უძილაური ვერ ხსნის რატომ იმყოფებოდა იქ. მაგალითად, იმის ასახსნელად თუ რატომ იყო ჭავჭავაძის გამზირზე, თქვა, რომ იყო სვეტასთან შესახვედრად. დავუსვით შეკითხვა, როდესაც მკვლელობის დაგეგმვა ხდება, იმ პერიოდში რატომ იმყოფება დუშეთში, განმარტა, რომ სვეტასთან ერთად ჰქონდა ნაქირავები ბინა, ოღონდ ამ სვეტას არც გვარი ვიცით, არც ტელეფონის ნომერი, უბრალოდ ვიცით, რომ არის სვეტა. ეს არის მოგონილი ისტორია, რომ როგორმე თავი გაიმართლოს. როდესაც უჭირს ახსნას რიგი გარემოებები, საქმეში შემოდის სვეტა“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულები მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი არიან, უძლაური მოწმის სახით გამოიკითხა.
- გელა უძილაურმა დღეს სასამართლოზე ისევ “სვეტაზე” ისაუბრა
- შეგახსენებთ, რომ უძლაური მის სასამართლო პროცესებზე ამტკიცებდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობია დღეღეს „უკრაინული წარმოშობის ქალს, სვეტას უნდა შეხვედროდა უნივერსიტეტის ქუჩაზე“, თუმცა, საბოლოოდ, ჭავჭავაძეზე, ლევან ჯანგველაძის სანახავად წავიდა, რადგან მასთან „პირადი წყენა“ ჰქონდა.
ცნობისთვის, გიორგი კაჭკაჭაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, მამუკა ბაღდავაძეს კი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას.
