“დაახლოებით 5 თვეა, ასეთი რამე მემართება, ღამით ჩამესმის ყურში და რაღაც ძალა მეუბნება, რომ შენ შეგიძლია მდგომარეობიდან გამოიყვანო ხალხი” , – ამის შესახებ მსახიობმა, მოცეკვავემ, მწერალმა გივი სიხარულიძემ “ჯორჯიან თაიმსი”-ს გადაცემაში “ჩაი” განაცხადა.
როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, მან მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი ხარჯებით გახსნას სპეციალური სივრცე, სადაც ადამიანების შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე პირადად იზრუნებს.
“სხვა გზა არ მაქვს, უნდა გავხსნა ოფისი და ხალხი მივიღო, მაგრამ ფულის კეთება ყოვლად გამორიცხულია. სხვა გზა არ მაქვს, ის მე მაიძულებს ამის გაკეთებას. ბავშვობიდან მქონდა რაღაც ძალა, შემეძლო ადამიანის სულიერი მდგომარების ამოცნობა. მკურნალს საკუთარ თავს ვერ დავუძახებ, მაგრამ დეპრესიაში მყოფ ადამიანს გვერდით დავუდგები და ყველანაირად გავუკვალავ გზას”, – თქვა სიხარულიძემ.