Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა” – ნიკოლოზ სამხარაძე

March 11, 2026
“კონგრესში ჩვენი საუბრების ძირითადი თემა იყო ურთიერთობების გაჯანსაღება” – ნიკოლოზ სამხარაძე

x

ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადება შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა.

მანვე აღნიშნა, რომ ეუთოს მხრიდან მნიშვნელოვანია განცხადება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება.

„ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით. შარშან უნდა განხორციელებულიყო ეს ვიზიტი და მაშინ ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ვიზიტი ჩაშლილიყო. განცხადებები, რომელიც ეუთომ გააკეთა ცხადყოფს იმას, თუ რატომ ჩაშალეს შარშან ეს ვიზიტი.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა.

ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის შიგნით, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ევროპარლამენტში და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება და რაც არ უნდა გაექცე რეალობას და რაც არ უნდა თვალი დახუჭო ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე, ვიღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ამხელს ამ ყველაფერს.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ის განცხადება, რომ პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ მიიღო დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, რადგან დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია პარლამენტი. როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ პარლამენტში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან.

ამიტომ, ეს ჩანაწერიც ამ განცხადებაში მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად მცდარი და მათთვისვე დამაზიანებელი.

ასევე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს.

ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრისმთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის ნაცვლად, იქნებ თავის მოსახლეობას და საკუთარ საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდში და ახალციხეში. ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე
  • “თავშესაფარში სტერილიზაციისთვის ბევრი ცხოველი გაუჩინარდა…მოვითხოვთ, ასევე, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაასაჯაროვოს, სად წაიყვანეს ქუჩებიდან აყვანილი და გაუჩინარებული ცხოველები” – ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები
  • ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე, მსჯავრდებული გელა უძილაური მისცემს ჩვენებას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge