ირანის რეჟიმის კიდევ ერთი გავლენიანი მეთაური ლიკვიდრებულია – დღეს ე.წ. ბასიჯის მეთაური ასადულა ბადფარი ისრაელის საჰაერო ძალების თავდასხმას ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ.
ის მეექვსე სამხედრო ლიდერია ალი ხამენეის გარდა, რომელიც ისრაელის და აშშ-ს ერთობლივი იერიშის შედეგად განადგურდა.
პარალელურად, ცეცხლის ალშია გახვული თეირანში “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა” და ბასიჯის სამხედრო ობიექტები, იარაღის მწარმოებელი ქარხნები და ნავთობსაცავები, რომლებსაც ისრაელის ავიაგამანადგურებელებით ბომბავენ.
