უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის ცენტრალურ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 14 წლის ბავშვიც არის.
„რუსულმა ძალებმა სლავიანსკს დაარტყეს. ოკუპანტებმა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია დაბომბეს, სადაც ერთ-ერთი საბრძოლო მასალა მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ორი კი – მაღალსართულიან შენობებთან ახლოს დაეცა“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დარტყმის შედეგად ექვსი საცხოვრებელი კორპუსი და დაახლოებით ათი ავტომობილი დაზიანდა.
