Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

March 10, 2026
ვაკის კორტებთან მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებულის, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას, ისევე როგორც გასულ პროცესებს, არ ესწრება ელენე ხოშტარია. როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, ხოშტარია აცხადებდა, რომ ის „ე.წ. სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა“. ასევე, ხოშტარიამ სასამართლოდან გაგზავნილი სხდომის ოქმების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ აღსრულების ეროვნული ბიუროდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია წარადგინა, რომელიც საქმეს ცნობად დაერთო. აღნიშნულის მიხედვით, ელენე ხოშტარიას 2021 წლიდან 2025 წლამდე დაახლოებით, 16 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უფიქსირდება და დაკისრებული სახდელებიდან არც ერთია გადახდილი.

დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას მხოლოდ ბრალდების მხარე წარმოთქვამს, ვინაიდან ხოშტარია საქმის განხილვაში მონაწილეობას არ იღებს, შესაბამისად, დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის უფლებით არ ისარგებლებს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა და ის განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.

ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდის დათბება საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
  • 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სამი ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია 7 საათით შეეზღუდებათ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge