ფინანსურმა საკითხებმაც შესაძლოა, გაგაოცოთ: დამატებითი შემოსავალი, ძველი ვალის დაბრუნება ან განსხვავებული პროექტის აღების შესაძლებლობა გელოდებათ. თუმცა, ამასთან ერთად პასუხისმგებლობაც გაიზრდება, ასე რომ, სრულად მოდუნებას ვერ შეძლებთ.
ჯერ რისკები გათვალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. მიუხედავად დადებითი შეთავაზებებისა, იმპულსური გადაწყვეტილებები ნამდვილად არ გამოგადგებათ.
ლომი
ლომებისთვის მარტი შთამბეჭდავი აღიარების თვედ იქცევა. მოულოდნელი წარმატება – პრემია, ხელმძღვანელობისგან შექება ან თქვენი პროექტისადმი საჯარო დაინტერესება გელოდებათ. ის, რასაც „ჩრდილში“ აკეთებდით, მოულოდნელად წინა პლანზე წამოიწევს. თავიდან შესაძლოა, დაიბნეთ, თუმცა მალევე სიახლეების სურვილი და აზარტი გაგიტაცებთ.
ფინანსური სიურპრიზიც შესაძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რესურსს საკუთარ თავში ან გრძელვადიან პროექტში ჩადებთ. თუმცა, ამასთან ერთად, გაჩნდება ცდუნება, რომ ყველაფერი ერთიანად და ემოციურად დახარჯოთ. ჯობს, რესურსები გონივრულად გადაანაწილოთ, რომ მოგვიანებით ონლაინ-მაღაზიების სავსე კალათები არ ინანოთ…
მნიშვნელოვანია, აღიარება ქედმაღლობაში არ გადავარდეთ და არ ჩათვალოთ, რომ ამიერიდან ყველაფერი იოლად გამოვა. თქვენი დიდი სიურპრიზი – ეს წარსული ძალისხმევის ჯილდოა. მიიღეთ იგი ღირსეულად და შემდეგი ნაბიჯისთვის მოტივაციად გამოიყენეთ…ვრცლად
