აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ახალი უზენაესი ლიდერის შერჩევის გამო უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.
ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ვფიქრობ, დიდი შეცდომა დაუშვეს. არ ვიცი, გაძლებს თუ არა,” – თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეი აირჩია.
- მოჯთაბა ხამენეი ირანში გავლენიან კულისურ ფიგურად ითვლება. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან და თეირანის ძალოვან სტრუქტურებთან.
- მოჯთაბა ხამენეი ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, მეორე ვაჟია.
