ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებების მიმართ, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
„ვიდრე სამხედრო აგრესია გრძელდება, გადამწყვეტი პასუხის გარდა სხვა რამეზე სასაუბროდ მცირე სივრცე რჩება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ კვირას განაცხადა, რომ თეირანი გასულ ივნისს დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას 12-დღიანი კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა ამჯერად აუცილებელია ომის სამუდამო დასრულება.
