Saturday, March 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს ყველაფერი ტყუილია”- ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს

March 7, 2026
“ეს ყველაფერი ტყუილია”- ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ TV იმედმა მის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, ცილისწამებაა “ქრონიკის” მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს გერმანიის ელჩთან “შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს”.

ნინო ლომჯარიამ TV პირველის ეთერში ტყუილი უწოდა გავრცელებული ინფორმაციის კიდევ ერთ ნაწილს, სადაც ტელეკომოანია “იმედი” ამტკიცებს, რომ “გერმანიის ელჩთან ყოფილი სახალხო დამცველი ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა, შეხვედრაში კი ონლაინ მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ელჩმა”.

მისი თქმით, ცილისწამებისთვის TV იმედს და ყველა იმ მედიას უჩივლებს, რომელმაც დეზინფორმაცია გაავრცელა. “გამოვიყენებს მათივე მიღებულ კანონებს, მათ წინააღმდეგ”.

“ეს ყველაფერი არის ტყუილი, გამოიგონეს და დაწერეს. პირველ რიგში ეს მათივე მაყურებლისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფლი, როცა ადამიანებს ასმენინებენ ამბავს, რომელიც უბრალოდ მოიგონეს.

არ ასებობს სამყაროში, არც მოსმენების შედეგად, არც ჩემი საჯარო განცხადებეით, სულ რომ პირადი კომუნიკაცია მოესმინათ, ასეთ ფრაზას ვერ მოისმენდნენ.

ყველა ჩემს შეხვედრაზე, ეს იქნებოდა სახალხო დამცველის რანგში თუ სამოქალაქო საზოგადოების თუ რიგით მოქალაქის რანგში, მე ვიყენებ ჩემს კონტაქტებს, პირად ნაცნობობას, პროფესიულ ნდობას, იმისთვის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დავარწმუნო იმაში, რომ  გამიჯნონ საზოგადოება და ის ცალკეული პირები ხელისუფლების ეარმომადგენლები, რომლებიც აზიანებენ სახელმწიფო ინტერესებს და ანგრევენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს. თუ რამე გამიკეთებია, იენებოდა ეს სტატუსის მოპოვების დროს, თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პერიოდი როცა განიხილებოდა, ყოველთვის ჩემს მთელ კონტაქტებს, ავტორიტეტს რაც მაქვს, ვიყენებ, ვიყენებდი და მომავალშიც გამოვიყენებ, იმისთვის რომ ამ ყველაფერმა საქართველოს მოქალაქეები არ დააზიანოს” – განაცხადა ნინო ლომჯარიმ. 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შემწყდარა, ეს დიდწილად ქართული სამოქალაქო საზოგადოების დამსახურებაა.

მიუხედავად იმ კატასტროფული ნაბიჯებისა, კანონებისა თუ ავტორიტარიზმისთვისაც კი აბსოლუტურად გამაოგნებელი ქმედებებისა, რასაც “ქართული ოცნება” ჩადის, ჩვენ რომ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. მხოლოდ თანამდებობის პირებს რომ შეუწყდათ უვიზო მიმოსვლა და არა საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის დიდ წილად, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება. 

შემიძლია გითხრათ, რომ იმ შეხვედრებზე, რასაც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ, ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის არის ის, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებები – განზრახ რომ აკეთებენ იმას რომ საქართველოს ყველანაირი ძაფი გაწყდეს დასავლეთთან,  ამის შედეგები საქართველოს მოქალაქეებმა არ იწვნიონ. ამას ვცდილობთ ჩვენ და ამას სჭირდება ურთიერთობები, საუბარი, რასაც მაკა ბოჭორიშვილი უნდა აკეთებდეს, ამიტომ ვუხდით მას ფულს”- დასძინა ლომჯარიამ. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მეგობრებს რას მიწიოკებთ? დაშოშმინდით”- გივი თარგამაძე სუს-ის განცხადებას ეხმიანება
  • 8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი იმ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ხელფასებს საქართველოს მოქალაქებს”- კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge