ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ მწარედ ინანებს ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე დარტყმას – აღნიშნულის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
“აშშ-მა ირანის სანაპიროდან 2 000 მილის დაშორებით სისასტიკე ჩაიდინა ზღვაში. ინდოეთის საზღვაო ძალების სტუმარი, ფრეგატი Dena, რომლის ბორტზეც 130 ჯარისკაცი იმყოფებოდა, საერთაშორისო წყლებში გაფრთხილების გარეშე დაბომბეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს“ – წერს არაღჩი.
შეგახსენებთ, შრი ლანკის სანაპიროებთან ირანულ გემს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა დაარტყა. სამხედრო გემზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა.
