ნეტგაზეთი წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
ეს ნიშნავს, რომ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო დავა დასრულდა – ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში აღარ შეიძლება.
გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო ლევან თევზაძის, მერაბ გაბინაშვილის და მამუკა ვასაძის შემადგენლობით.
