Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ვიდეოს ავტორი მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე და თავად იღებდა აღნიშნულ ვიდეოს და დადო YouTube-არხზე ” – ტარიელ კაკაბაძე

August 7, 2026
“დადასტურდა, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო” – ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი

„მე პირადად ვესაუბრე ვიდეოს ავტორს, მე მქონდა მასთან კომუნიკაცია. მე ველოდები კიდევ სხვა ვიდეოებს. წინასწარ, რა თქმა უნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა, როგორც კი რაიმე ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდება ისე, რომ გამოძიების ინტერესები არ დავაზიანო, მე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.

ვიდეოს ავტორი მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, მიდასტურებს, რომ ის თავად იღებდა აღნიშნულ ვიდეოს და თავად დადო თავის YouTube-არხზე აღნიშნული ვიდეო. ის ასევე გარკვეულ დეტალებს ადასტურებს, თუმცა ვერ იხსენებს ძალიან ბევრ დეტალს. მე, რა თქმა უნდა, მას დავუსვი არაერთი შეკითხვა. ასევე ის მე დამპირდა, რომ თუ რამე ვიდეო აქვს, კონკრეტული დღის, კონკრეტული მონაკვეთის ამსახველი, ყველა ვიდეოს და ყველა ფოტომასალას ის მე დღესვე მომაწვდის. მე შევისწავლი ყველა ამ მტკიცებულებას და რა თქმა უნდა, თუ იქ რამე ხელჩასაჭიდი და საინტერესო გამოჩნდა, მე ამის შესახებ საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.

ეს ადამიანი მეუბნება, რომ ის გურამ დადიანიძესთან ერთად არ იმყოფებოდა, ის მეუბნება, რომ საერთოდ არ იცნობს გურამ დადიანიძეს. უფრო მეტიც – როდესაც მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ვარ ადვოკატი, რომელიც ვარ ჩართული სწორედ გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე, მან მე მითხრა, რომ ამ საქმის შესახებ საერთოდ არაფერი მისთვის ცნობილი არ არის, პირველად სწორედ ჩემგან გაიგო,“ – ამბობს დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა – “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. “ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე,“ – დაწერა უფლებადამცველმა.

საქმე ეხება 2014 წელს გაუჩინარებულ 17 წლის გურამ დადიანიძეს. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს. 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, მათ თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ – ბიჭის მამიდის ახლობელი. თავდაპირველი ვერსიით, მოზარდთან მყოფი პირები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა.

დედის თქმით, ჯგუფი თბილისში ჩავიდა, მათ დაკარგული ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან. დედის ვერსიით, ექსკურსიაზე მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს – მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა. სოფიო ბიბილაშვილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის გურამს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.

ბიბილაშვილი საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებს. წლების განმავლობაში ის საქმის ხელახალ გამოძიებასა და შემთხვევის ადგილის სპეციალური ტექნიკით დათვალიერებას ითხოვდა. რამდენიმე კვირის წინ სოფიო ბიბილაშვილმა ამ ყველაფერზე გადაცემაში „შენი ამბავი” თაიასთან ისაუბრა. ქალის თქმით ახლა მისი ერთადერთი სურვილია, შვილის ნეშტი მაინც იპოვოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მაშველებმა მდინარიდან დედის ცხედარი ამოასვენეს
  • ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარია
  • სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge