Monday, March 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

March 2, 2026
დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში თქვა. მისი თქმით, ირანში სამხედრო ოპერაცია „გეგმაზე ბევრად სწრაფად“ მიმდინარეობს.

„მე არ მაქვს შიში სახმელეთო ჯარების გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც ყველა სხვა პრეზიდენტი ამბობს: „სახმელეთო ჯარები არ იქნებიან“. მე ამას არ ვამბობ. მე ვამბობ, „ალბათ არ იქნება საჭირო“ ან „თუ საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, ტრამპმა „დეილი მეილთან“ თქვა, რომ მისი შეფასებით, სამხედრო ოპერაცია ირანში „დაახლოებით ოთხ კვირას“ გასტანს, თუმცა, „ნიუ იორკ პოსტთან“ საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ეს ვადა შეიძლება, შემცირდეს.

„ეს საკმაოდ სწრაფად დასრულდება. ჩვენ გრაფიკს ვასრულებთ, უფრო მეტიც გრაფიკს ვუსწრებთ ირანის ხელმძღვანელობის მიმართულებით. 49 მოკლულია და ამას, როგორც ვფიქრობდით, სულ მცირე, ოთხი კვირა დასჭირდებოდა, ჩვენ კი ერთ დღეში გავაკეთეთ“, – თქვა ტრანპნა

როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, არ არის შეშფოთებული იმით, რომ ირანი ტერორიზმის გამოყენებით შეეცდება აშშ-ის მიმართ შურისძიებას.

„ჩვენ ამას გავანეიტრალებთ, რაც არ უნდა იყოს. როგორც ყველაფერს სხვას, ამასაც გავანეიტრალებთ“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება დარტყმის განხორციელების შესახებ მან მიიღო ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ და ნაწილობრივ იმ სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ირანი აპირებდა ბირთვულ პროექტებზე მუშაობის ფარულად განახლებას.

„ჩვენ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გვქონდა, ისინი იქ იყვნენ, შემდეგ კი უკან დაიხიეს. მათ ბირთვული იარაღის შექმნა სურდათ, ამიტომ სრულად გავანადგურეთ ისინი, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ სრულიად სხვა ადგილზე მუშაობდნენ. სრულიად სხვა ადგილზე, რადგან ის ობიექტები, რომლებიც ჩვენ გავანადგურეთ, მუდმივი იყო. სცადეს მათი გამოყენება, მაგრამ ისინი მთლიანად, როგორც ადრე სწორად ვთქვი, გავანადგურეთ. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ სრულიად სხვა ზონაში, სრულიად სხვა ობიექტზე მუშაობდნენ გამდიდრების გზით ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ამიტომ ,ეს დროული იყო. მე ვთქვი: „დავიწყოთ“.

ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, სწორად მოიქცა და ამერიკელთა უმრავლესობა მას მხარს უჭერს. მისივე თქმით,„შეშლილი ადამიანებისთვის“ ბირთვული იარაღის მიღების დაშვება რეგიონულ კონფლიქტზე უარესი იქნებოდა.

ცნობისთვის, როიტერის და Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 27% ეთანხმება ირანზე დარტყმებს, ხოლო 43% არ წინააღმდეგია.

„ვფიქრობ, გამოკითხვები ძალიან კარგია, მაგრამ მე არ მაინტერესებს გამოკითხვები. მე უნდა გავაკეთო სწორი საქმე. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა ტრამპმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია დაამარცხა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge